მეტემფსიქოზი

ButterflyBoy

მე და ჩემი შეყვარებული ერთ გარეუბანში ვცხოვრობდით, პატარა სახლში. პატარა ეზოთი და ბევრი მცენარით. მათ შვილებივით ვუვლიდით. ერთხელ, ერთი მცენარის ტოტზე ჭუპრი შევნიშნე. შემეცოდა. მალე ხელახლა დაიბადება მაგრამ მხოლოდ სამი დღით-მეთქი, – გავიფიქრე. სევდა ისე შემიძვრა სხეულში, ისე განვიცადე მისი უიღბლობა, თითქოს მე ვკვდებოდი. შეყვარებულისთვის არაფერი მითქვამს. არ მინდოდა, ჩემი სევდა მისთვის გაdamedo.
ეს ერთადერთი რამ იყო, რისი განაწილებაც მისთვის არასოდეს მინდოდა.
მეორე დღეს რაღაც დამემართა. თავი ცუდად ვიგრძენი, ჭუპრის გამო ნერვიულობას დავაბრალე. მიუხედავად ყველაფრისა, საწოლიდან მასზე ადრე ავდექი და ყავა დავახვედრე, როგორც ყოველთვის. სამზარეულოში შემოვიდა, თმა ისე ჰქონდა, თითქოს ღამით ხბოებმა გაულოკესო, დავინახე თუ არა, ავკისკისდი. ჯერ თვალების ფშვნეტით ალმაცერად შემომხედა, მერე მიხვდა, რაზეdaც ვიცინოდი, გამიღიმა, მომიახლოვდა და შუბლზე მაკოცა.
ყავა დალია და სამსახურში წასასვლელად მოემზადა.
კართან კიდევ ერთხელ მაკოცა შუბლზე.


იმ დღეს საშინლად ვიყავი, ერთი სული მქონდა, როდის დაბრუნდებოდა. საშინელი წინათგრძნობა მქონდა. თითქოს სიკვდილის შიშმა შემიპყრო.
მაგრამ მაინც არ დამირეკავს.
არც დაბრუნებულისთვის მითქვამს რამე, ჩვეული წესით შევეგებე.
ვივახშმეთ.
დაღლილი ჩანდა, ამიტომ ადრე დაწვა. მე კი სუნთქვაც მიჭირდა. გავიფიქრე: ხვალ უკეთ თუ არ გავხდი, ექიმთან წავალ, მის დაბრუნებამდე მოვასწრებ-მეთქი. როგორც უკვე აღვნიშნე, სევდის გაყოფა არ მინდოდა.
„ხვალც“ ჩვეულ ტემპში დავიწყე, უბრალოდ, ახლა კედელ-კედელ დავდიოდი. მადუღარა რომ გამოვრთე და სიცოცხლის შავი ელექსირი finjnებში ჩავასხი, სამზარეულოსკენ მომავალი მისი ფეხის ხმა შემომესმა და სასწრაფოდ სკამზე ჩამოვჯექი, (კარტოფილით სავსე

ჭურჭლით ხელში), რომ მას არ შეემჩნია რამე საეჭვო, რომ არ ენერვიულა.
სახლიდან გასვლისას დამიძახა:
– კარს არ დამიკეტავ?
– წადი და მოგვიანებით დავკეტავ… – შევეცადე, ხმა ტკივილისგან გამეთავისუფლებინა და ისე ამომეშვა სხეულიდან.
– კარგად ხარ? – ეჭვი შეეპარა და სამზარეულოში შემობრუნდა შეწუხებულ-გაოცებული სახით.
– რა თქმა უნდა, – ვუპასუხე, გავუღიმე და უფრო თავდაჯერებულად მივიმწყვდიე
ტკივილი სხეულის ბნელ კუთხეში, კარგია, რომ ვერ შეამჩნია, – უბრალოდ, ხელები მაქვს დასვრილი, კარტოფილს ვთლი, – ისევ გავუღიმე „უმტკივნეულოდ“ და სიყვარული პირდაპირ თვალებში დავუმიზნე.
ეს ყოველთვის ჭრიდა. დარეტიანდა. ისევ გამიღიმა და მომიახლოვდა.
– მაშინ კართან კი არა, აქ გაკოცებ, – თითქოს უკვე კარგად შესისხლხორცებული ჩვევის შეცვლის მცდელობა ვერ აიტანა. ისევ შუბლზე მეამბორა, როგორც სჩვეოდა, და კარისაკენ წავიდა. სანამ გავიდოდა, მომაძახა, ჩაკეტვა არ დაგავიწყდესო.
შვებით ამოვისუნთქე. „კიდევ კარგი ვერ შეამჩნია!“ – ვთქვი და ტკივილიც გამომექცა მიმწყვდეული კუთხიდან. კარტოფილით სავსე ჭურჭელი თითქმის დავახეთქე მაგიდაზე ძალაგამოცლილი ხელიდან და კედელ-კედელ გავუყევი საძინებლის გზას, იქამდე ვერ მივაღწიე და ამიტომ სასტუმრო ოთახში დივანზე ჩამოვჯექი. მერე წამოვწექი.
წამ-ნახევარში ჩამეძინა.
მის მოსვლამდე არ გამიღვიძია. ვახშამიც კი ვერ მოვუმზადე.
(ნახევრადგათლილ რამდენიმე კარტოფილს თუ არ ჩავთვლით).
– ძვირფასო, კარი ღია დაგრჩენია!.. – შემოვიდა და მეც მაშინვე
გავახილე თვალი, მეგონა მხოლოდ 3 წუთი გავიდა მას შემდეგ, რაც დივანზე ჩამთვლიმა, თურმე შევცდი…
დროის გასვლა ვერ ვიგრძენი… წამოდგომას ვცდილობდი, მაგრამ ვერ შევძელი.
ჩემი ბიჭი ჩემ წინ დაემხო და ცდილობდა, გაეგო, რა მჭირდა, თუმცა

მე ხმის ამოღებაც არ შემეძლო. მხოლოდ ძველებურად სიყვარულს ვტყორცნიდი მილულული თვალებიდან. მაგრამ ეს აღარ ჭრიდა, ვგრძნობდი სასოწარკვეთის მოზღვავებას მის თვალებში და ეს სასტიკად მტკენდა ყველაფერს. სულსაც.
იმ საღამოს საავადმყოფოს პალატაში მოვკვდი…
მას ჩემი ხელი თავის მსხვილ ტორში მოემწყვდია და მთელი ძალით მიჭერდა, მაგრამ ბოლოს მაინც დავუსხლტი და წავედი სადღაც.
***
ჩვენს ეზოში რომ ჭუპრი იყო, იქიდან პეპელა გამოფარფატდა.
პეპელა კი არა, მე ვიყავი. მე პეპელა ვიყავი. თეთრი ფრთებით. ერთი ბანალური პეპელა,
განსაკუთრებული არაფერი. არ მჯეროდა გარდასხეულების.
თუმცა, როგორც ჩანს, ისევ ვცდებოდი. ჩემს სახლში შევფრინდი და შეყვარებულის მხარზე ჩამოვსკუპდი. ის ხელებს იქნევდა და ჩემს მოშორებას ცდილობდა. ვერ ხვდებოდა, ვინ ვიყავი სინამდვილეში. არ ვიცი, ეშინოდა ჩემი თუ ვძულდი. გულს ის მტკენდა, რომ მხოლოდ სამი დღე მქონდა მასთან ყოფნისთვის და მერე არ ვიცი, რად გადავიქცეოდი, ან იქნებ გავმქრალიყავი კიდეც?!
ორი დღე ვცდილობდი, მისთვის მეთქვა, რომ ეს მე ვიყავი.
ჩემი არ ესმოდა, როგორც ჩანს, მე სხვა ენაზე ვლაპარაკობდი… ის კი ჩიოდა, რომ სახლში რაღაც შემოფრინდა.
ეს ხომ მე ვიყავი!..
მე სახლში დავბრუნდი…
ის მფრინავ საზიზღრობად მომიხსენიებდა. მასთან სიახლოვეს ვცდილობდი, ის კი მომაბეზრებელი მწერივით თავიდან მიშორებდა.
მესამე დღეს თითზე დამისვა:
– საბრალო არსება, რა ცოტა ხნით ცოცხლობ, მე კი ვცდილობ, დროზე ადრე მოგისწრაფო სიცოცხლე, – აივანზე გავიდა და ჩემი გაშვება სცადა, – წადი, იცოცხლე….
სიცოცხლე არა, მასთან ყოფნა მინდოდა. ხელი გაიქნია, მე კი მოვწყდი მის თითებს და ვარდნა დავიწყე. ფრთები ჩემთვის უცხო

ხილი იყო. კონტროლს ვკარგავდი. ძალ-ღონე მოვიკრიბე, მინდოდა მეორედაც მის ტორებში მოვმკვდარიყავი. ფრთები ავაფარფატე და მაჯაზე, რომელზdaც ჩემი ნაჩუქარი სამაჯური ეკეთა, ყველა ფეხით ძლიერად ჩავეჭიდე. ტკივილის, ტანჯვისa და, საერთოდ, ყველაფრის გამო ვტიროდი, მაგრამ ცრემლები არ მქონდა. ჩემს ბიჭს სახეზე უცნაური ღიმილი აუთამაშდა. მე კი იმედის ნაპერწკალმა გამათბო, ისეთი ციცქნა ვიყავი, რომ ნაპერწკალმა თითქმის დამწვა.
მგონი, მიცნო!
– შენ ხარ? – გამიღიმა და შინ შემიყვანა, – იფრინე, სადაც გინდა…
რა თქმა უნდა, არსად მინდოდა, მის მხარს არ მოვცილებივარ, მთელი ძალით ვებღაუჭებოდი. აღარ ცდილობდა ჩემს გაგდებას. უკანასკნელი დღე მაბედნიერებდა, მან მიცნო! ან იქნებ, ვერც მიცნო მაგრამ ჩემი თავი უდაvოდ გაახსენა ჩემiვე პეპლის ავატარმა. არ ვიცი…
როცა დაიძინა, მე მის გვერდით, ჩემს ბალიშზე, გავიშოტე და სამუდამოდ დავხუჭე თვალები.
დილით მკვდარი მიპოვა, ჩემი სხეული ისევ მის ტორებში მოექცა. ვეღარ ვგრძნობდი, მაგრამ ვხედავდი. ფრთხილად ამიყვანა და იმ წიგნში დამასაფლავა, რომელიც ერთ-ერთ დაბადების დღეზე ვაჩუქე.
უყვარდა მისი კითხვა.
ჩემი პირველი დაკრძალვის შემდეგ ერთხელაც არ გადაუშლია.
მან მე ორჯერ დამასაფლავა სრულიად მოკლე დროში….
მე კი ისევ სხვა არსებაში გარდავსხეულდი.
ისევ ვცდილობდი მასთან სიახლოვეს, ქუჩის ქეციანი ძაღლი ვიყავი, რომელიც მის სუნს კილომეტრებზე გრძნობდა და არაერთხელ აჰკიდებია, ის კი ყოველთვის თავიდან იშორებდა, ფუნთუშის ნაგლეჯით, ხანაც წიხლით გვერდებში, წკმუტუნით გავრბოდი, მაგრამ ეს ტკივილი არაფერს ნიშნავდა იმ გულისტკივილთან შედარებით, რaსაც მისი უყურადღებობა მაყენებდა და ის, რომ ვერ მცნობდა… ქუჩის კატაც ვყოფილვარ, ხრუტუნით ვეხახუნებოდი ფეხებზე, მაგრამ ისევ წიხლი მითავაზა. ღამის მახინჯი პეპელაც ვიყავი და ნათურას დავტრიალებდი

ჩვენს ოთახში, როდესაც ოთხად გაკეცილი გაზეთი მომხვდა და ჭერზე მიმაწება სამუდამოდ. ბუზიც ვიყავი რომელიც საგულდაგულოდ ჩარაზულ ფანჯრის მინას უმოწყალოდ ეჯახებოდა სიკვდილამდე. კიდევ უამრავი არსების სხეულისთვის შთამიბერავს სიცოცხლე, თუმცა ჩემი ბიჭი სხვა არსებებში მე ვეღარ მხედავდა და ყველა ჩვენი შეხვედრა ჩემი სულის ცეცხლში დაწვით სრულდებოდა, თუკი მართლა არსებობდა ჯოჯოხეთი, სწორედ მასში ვიწვოდი… შემეძლო მასთან ახლოს მისვლა, ყოველ ჯერზე შემეძლო, მაგრამ ის ყოველთვის ცივად და უხეშად მიშორებდა თავიდან.

ავტორი:AnnA VineflY (მადამ ფისუნია)

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s