პიანისტი

40-piano-girl

მე პიანისტი ვიყავი!
სულ რაღაც სამი წლის ვყოფილვარ, პიანინოს რომ მივეპარე და თითების არათანაბარი მოძრაობით გულის გამაწვრილებელი “მუსიკის” შექმნა დავიწყე.
ეს დედასგან ვიცი.
მე არ მახსოვს…
ისევე როგორც ჩემი მუცელში ჩასახლების მომენტი…
არც იქიდან “ახალსახლობა” მახსოვს ამ სამყაროში…
დედა ამბობდა, პიანინოზე გეძინებოდა ხოლმე, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლო შენი საწოლში გადაყვანაო…
ცუდია, რომ არ მახსოვს…
კარგად ჟღერს…
ჩემი პირველიც და უკანასკნელი სიყვარულიც ისაა…
ჩემი თეთრი როიალი…
მახსოვს, შვიდი წლის ასაკში მუსიკაზე რომ შემიყვანეს…
ჩემი მასწავლებელიც მახსოვს…
მრგვალი ქალი იყო, სათვალიანი…
თუ რომელიმე ნოტს ავურევდი, თითებze საგანგებოდ გამზადებულ სახაზავს მირტყამდა…
უკვე შელახული იყო.
ვინ იცის, რამდენჯერ მიფიქრია, ალბათ რამდენ ჩემნაირს აწამებდა ამ სახაზავით-მეთქი.
ამ სტაფილოსფერი სახაზავის გამო ბევრმა ჩემმა გუნდელმა გული აიცრუა მუსიკაზე და სამუდამოდ მიატოვა ფორტეპიანოც…
მე – არა…


უბრალოდ, იმ მრგვალ ქალს ვთხოვე ხელებში აღარ ჩაერტყა:
– მასწავლებელო, შეიძლება რაღაც გთხოვოთ?
– რა თქმა უნდა, – გამიღიმა და სათვალე გაისწორა. შემრცხვა, თითქოს ეს ის ქალი არ იყო, რამდენიმე წუთის წინ სახაზავი რომ ჩამარტყა ხელში. სახაზავს პატარა ნაწილაკი მოსწყდა და შენელებული კადრით

ახტუნავდა. მე კი თვალი გავაყოლე. დაკვრა შევწყვიტე და მასწავლებელს ძლივს გავუბედე სხვა თემაზე ლაპარაკი. თუმცა ეს არასოდეს მინანია…
– შეგიძლიათ, სახაზავი ხელში აღარ ჩამარტყათ?
– ბატონო? – ქალს ღიმილი მიეყინა და სათვალე ცხვირზე ჩამოუცურდა.
– მასწავლებელო, ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ ხელებზე ძვირფასი არაფერი გამაჩნია. მინდა, მოვუფრთხილდე მათ. თუ რამე არ მოგეწონებათ, ძალიან გთხოვთ, სადაც გინდათ, დამარტყით, ხელების გარდა… – შევამჩნიე, მრგვალ ქალს როგორ აუთამაშდა ქვედა ტუჩი და სათვალიდანაც წვიმა წამოვიდა. ორივე ხელით ჩამებღაუჯა და გულზე მიმიწება.
მას შემდეგ სულ ასე გულზე მიწებებულ-ჩამოკიდებული ვყავდი.
სახაზავი აღარასდროს ჩაურტყამს.
აღარც უჩხუბია.
წყნარად მიხსნიდა ჩემს შეცდომებს და მეც, დარცხვენილი, უმალ გამოსწორებაზე ვიწყებდი ზრუნვას.
ხელთათმანები შევისისხლხორცე.
მათ მხოლოდ ფორტეპიანოსთან ვიხსნიდი ხოლმე.
გავუცნაურდი…
ყველა სახიფათო ნივთს ვერიდებოდი.
დანა…
ველოსიპედი…
როლიკები…
არა მხოლოდ ნივთებს, ბავშვებსაც… მათთან თამაში ყოველთვის სახიფათო იყო, ზოგი მუხლგაყვლეფილი იყო… ზოგიც `იდაყვებ-გაქლუცული”…
მეშინოდა…
მეშინოდა, ხელები არ დამეზიანებინა…
ჩვიდმეტი წლის ასაკში დედამ თეთრი როიალი მაჩუქა…
მაშინ მივხვდი, რა იყო ბედნიერება…
დღეც და ღამეც…
ერთხელ, მასწავლებლისთვის განკუთვნილი ჭიკარტი ჩემს ნოტების რვეულში მოხვდა.

ეს საშიში იარაღი იყო…
კიდევ კარგი არაფერი დავიზიანე…
კლასიდან გადავედი…
სისხლის ანალიზის აღების დრო რომ დადგა, მაშინ მივხვდი, რა იყო ისტერიკა.
ჭეშმარიტი ისტერიკა…
მას შემდეგ “ისტერიჩკა” შემარქვეს.
ეს სახელიც ხელთათმანებივით შევისისხლხორცე…
ჩემთვის არ არსებობდა კონკურსი, რომელშიც მეორე ადგილს დავიკავებდი.
მტრები გავიჩინე.
ერთ-ერთი maTgani საბედისწერო აღმოჩნდა.
კონკურსის წინა დღეს დარბაზში ვმეცადინეობდი.
ის გოგოც მოვიდა.
მისმენდა და ბოღმის გორგალი ყელში ეჩხირებოდა.
ამას ვგრძნობდი, მაგრამ დაკვრა არ შევწყვიტე.
მომიახლოვდა, სწრაფი მოძრაობით ჩემი შეურყვნელი, სიცოცხლეზე ძვირფასი ხელები ფორტეპიანოში ჩაკეტა და სახურავს ზემოდან დააჯდა.
`არ მოგცემ უფლებას, ყოველთვის გამარჯვებული დარჩე!”
იჯდა ნახშირივით შავ როიალზე, ფეხი ფეხზე გადაედო და ტკბებოდა ჩემი ტანჯვით…
ბოლო ხმაზე ვყვიროდი.
ვტიროდი.
არავის ესმოდა.
ის წავიდა…
მე კი ხელები დამისახიჩრდა…
ჩემი სათუთი, ჩემი საყვარელი, ჩვილი ბავშვივით მოვლილი ხელები, შრომით დაღლილი დედაბრის დაძარღვულ, დამჭკნარ ტორებად იქცა.
მერჩივნა მოვეკალი…
ერთი თითი იმდენად დამიზიანდა, რომ მისი ამპუტაცია გახდა საჭირო.

`ისტერიჩკამ” ისევ გაიღვიძა, როდესაც უცნაურ ოთახში გამეღვიძა და ერთი თითი მაკლდა.
რამდენჯერმე თვითმკვლელობაც კი ვცადე.
მაგრამ, როგორც ჩანს, ცუდად მოვინდომე.
ხანგრძლივი დეპრესიის შემდეგ ვცდილობდი, cxra თითით დამეკრა.
ამაზე უარესი რა უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში?!
რამდენიმე წუთში ყველა ოცნება, სურვილი და მომავლის რწმენაც კი გაქრა. ზუსტად ისე, როგორც ილუზიონისტის ხელში – პატარა ჩიტუნა.
სახლში მარტო ვიყავი და 9 თითს ვაწვალებდი თეთრ როიალთან.
ჩემი მტერი მოვიდა.
თავჩაქინდრული იდგა კართან.
რაღაცებს ბოდავდა, თუმცა არ მომისმენია… მხოლოდ ერთი სიტყვა დავიჭირე რამდენჯერმე: `მაპატიე”… მე მისი სისულელის აღქმისთვის არ მეცალა, მილიონმა აზრმა მაინც გამიელვა თავში, როგორ შეიძლებოდა მომეკლა, რომ მეტი ტანჯვა მიმეყენებინა. ბოლოს გადავწყვიტე, ვენახის მაკრატლით მომეჭრა მისთვის თითი.
ეს უდაvოდ საუკეთესო ვარიანტი იყო.
რომ მომეკლა, ასე ვერ გაიგებდა, რას ვგრძნობდი მე.
– გინდა, შენთვის დავუკრა? – ვკითხე მოულოდნელად, ის შეცბა. – შემოდი…
მივუჯექი ჩემს სიყვარულს და cxra თითით მეცხრე სიმფონიის დაკვრა ვცადე. საუკეთესო არ იყო… თუმცა ბევრს ეს aTi თითითაც არ შეეძლო…
– როგორ… როგორ შეძელი? – მიყურებდა გაოცებული სახით.
– ადვილია, შენც გასწავლი… – დაიბნა, ვერ მიხვდა, რას ვგულისხმობდი, სანამ მამაჩემის ფარეხიდან ვენახის მაკრატელი არ გამოვიტანე. ახლა კი შეეშინდა და ყვირილი დაიწყო (არ ვიცი, ასეთი უსაზღვრო ძალის მოზღვავება საიდან ვიგრძენი, მე ხომ არასოდეს მქონია სპორტთან შეხება, სწრაფადაც კი არ მივლია! მაგრამ, ალბათ, ღმერთებმა გამირიეს დედის რძეში რაღაც ელექსირი, რომელიც მაშინ მაძლიერებდა, როდესაც ეს მჭირდებოდა) რაღაც ბლაგვი საგანი ჩავარტყი, არ გათიშულა, მაგრამ გაჩუმდა. თვალებში მიყურებდა. მისი ცრემლი სახეზე წასმულ სხვადასხვა „ფერუმარილში“ იზილებოდა და ტალახს მაგონებდა. ეს ტალახი კი

ცხვირიდან წამოსულ მწვანე ჟელეს ერეოდა. კიდევ ერთხელ ვიგრძენი ძალა… მისი თითი მაკრატლის კბილებს შორის მოვამწყვდიე, ისევე როგორც მან ჩემები – ფორტეპიანოში. მხოლოდ ხელის ერთი მოძრაობა იყო დარჩენილი და… და ისიც ჩემსავით დაიტანჯებოდა…
– რატომ არ ყვირი? – შევუღრინე გაცოფებული მხეცივით…
– ვიმსახურებ! შენსავით მაინც ვერასოდეს დავუკრავ…
უცებ დრო გაჩერდა. როგორ შეძლო ამ მომენტისთვის ზუსტად შესაფერისი სიტყვების შერჩევა?! უცებ სულელივით გადავიხარხარე და მაკრატელი მის თითებს მოვაცილე.
– რას აკეთებ?-გაუკვირდა მას.- გააკეთე ეს, ხომ გინდა რომ დავიტანჯო? თუ ძალა არ გყოფნის, დაგეხმარები… მაგრამ სწრაფად… არ მიყვარს ტკივილი… – და კიდევ ათასი „ბლა ბლა ბლა…“ მისი სასოწარკვეთილი თვალები მომჩერებოდა და რაღაცას ბოდავდა მაგრამ მე არაფერი მესმოდა, მხოლოდ ვხარხარებდი მულტფილმის ბოროტი გმირივით.
– არა! – ვთქვი და სერიოზული სახე მივიღე.
– რა?
– შენ რა, მართლა გგონია, რომ მუსიკისთვის ამხელა მსხვერპლს იმსახურებ? – აქ უკვე ირონიული სახე და ღიმილი ვტყორცნე, უკან დავიხიე და ჩემს თეთრ როიალზე ისე ჩამოვსკუპდი, როგორც ის იმ საბედისწერო დღეს იჯდა ფორტეპიანოში ჩაკეტილ-ჩაწებებულ ჩემს ჯერ კიდევ შეურყვნელ ათივე თითზე.
***
მან დაკვრას თავი დაანება.
ყველა ნოტი ახსენებდა, რომ ის ტანჯვის ღირსიც კი არ იყო…
მე `საგიჟეთში” გამომამწყვდიეს.
სადაც ყველა გიჟია, რა თქმა უნდა, ჩემ გარდა.
აქ თითქმის ხავსმოდებული ორ სატერფულიანი პიანინოა. თუმცა მესამე რა საჭიროა, მეც ხომ მაკლია თითი?
ახლა ყოველდღე ვუკრავ ორ სატერფულიან (პედლიან) პიანინოზე ცხრა თითით, გიჟებისთვის…
კარგი მსმენელები არიან…

ავტორი: AnnA VineflY (მადამ ფისუნია)

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s