სარკის წინ…

12144809_916414218413506_8434180788881043042_n

ანტიკვარიატის მაღაზიაში ვმუშაობდი ერთ მოხუც ქალთან.
ბევრი უცნაური ნივთი მხვდებოდა ხოლმე, მაგრამ ერთი გან-საკუთრებით მიზიდავდა…
სარკე, უზარმაზარი სარკე, დიდი, მოჩუქურთმებული ჩარჩოთი და უცნაური ლაქებით…
ზედმეტად დაბურული…
მასზეც ზეწარი გვქონდა ჩამოფარებული, ისევე როგორც ყველა დანარჩენ სარკეზე.
ინტერესმა წამძლია და მოხუცს ვკითხე, რატომ ეშინოდა სარკეების პანიკურად, ისე რომ ყველა მათგანს ემალებოდა.
მიrCia, მეც მოვრიდებოდი მათ, რადგან მე არ ვიყავი is ვისაც, ვხედავდი, და ის სიცოცხლის უნარს, სილამაზეს, ახალგაზრდობას, იღბალს, ბედნიერებას და, საერთოდ, ყველაფერ ფასეულს, მართმევდა.
რა თქმა უნდა, არ დავიჯერე.
მოხუცი კი ყოველდღე ერთსა და იმავეს მიმეორებდა და მიშლიდა საკუთარი ანარეკლით ტკბობას. ეს ki მომაბეზრებელი იყო ჩემთვის, რადგან მე ყველაფერი მიზიდავდა, რაც ირეკლავდა.
მაღაზიის ვიტრინებსაც კი ვერ ჩავუვლიდი ისე, რომ თმა მაინც არ შემესწორებინა.
მოხუცი მიხვდა, რომ ვერ დავძლევდი ნარცისიზმს, ამიტომ მთხოვა სარკეში თუ ჩავიხედებოდი, მხოლოდ კარგ ხასიათზე გამეკეთებინა ეს და არავითარ შემთხვევაში არ ჩამეხედა ანარეკლისთვის თვალებში.
აკრძალული ხილი გემრიელიაო, ამბობენ…
ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა…
სარკეში საკუთარ ანარეკლს თვალს თვალში ვუყრიდი და ვფიქრობდი, რომ უმშვენიერესი არსება ვიყავი დედამიწაზე.
ბოროტი დედინაცვალივით დავიწყე ტკბობა საკუთარი ანარეკლით…
იმდენად შემიყვარდა საკუთარი თავი, რომ ვერ ვხვდებოდი – სხვებს ვკარგავდი….
დროთა განმავლობაში ყველამ მიმატოვა…

ვისაც გაღმერთებულ-გაკერპებული ვყავდი, მათაც კი შეიცვალეს რელიგია…
ერთადერთი ახლო ადამიანი ჩემთვის მოხუცი ქალი იყო ანტიკვარია-ტის მაღაზიიდან…
ღრმად მოხუცი….
და ისიც წაიყვანა სიკვდილმა…
სულ მარტო დავრჩი…
ანტიკვარი სარკის წინ…
მოჩუქურთმებულჩარჩოიანი სარკის წინ…
ანარეკლს წითელ თვალებში ჩავხედე და მივხვდი, რომ აღარ მომწონდა…
ის აღარ იყო უნაკლო არსება…
ბევრი ნაკლი ვუპოვე…
ზიზღით შევხედე და ვუთხარი, რომ მძულდა…
ის მიღიმოდა…
შეშინებულმა, ტუჩებზე ხელი მოვისვი…
მე არ ვიღიმოდი…
მხოლოდ ის…
მოხუცი მართალი იყო…
ის მე არ ვიყავი…
ვინ იცის, რამდენი ადამიანი შეიპყრო ჩემამდე ამ სარკემ?
ვის ადარდებს?
მაინც არავინ დამიჯერებს…
მეც ხომ არ დავუჯერე მოხუცს?
სარკე საძინებელში დავიდგი…
ძილის წინ თმას ვივარცხნიდი…
ანარეკლი – არ ვიცი, ხან რას აკეთებდა ხან რას…
მივეჩვიე…
ერთხელ ჩემ წინაშე სამართებლით წარსდგა, შემეშინდა…
ჟესტებით ვანიშნებდი, ეს არ ექნა…
არ დამიჯერა…
ისევე, როგორც მე – იმ მოხუცს, მაშინ…
დემონსტრაციულად ჩაბღუჯა თავის თმას და ძირში `გადახერხა”…

მახსოვს მისი ირონიული ღიმილი და ჩემი თმები, იატაკზე მიმობნეული…
ის ხომ საკუთარ თავთან ერთად მეც მამახინჯებდა?
მერე უფრო მეტი ტკივილის წყურვილმა სძლია და სახეზე დაისვა…
სისხლი ცრემლებივით წვეთავდა…
ცრემლი სისხლს აუფერულებდა, მაგრამ ბოლომდე ვერა…
ის პარალელური სამყაროდან მიღიმოდა…
ხარხარებდა ბოროტი დედინაცვალივით…
მე კი იატაკზე დაჩოქილი, ვევედრებოდი, ტკივილი აღარ მოეყენებინა ჩემთვის…
მისი ხმა არ მესმოდა, მაგრამ თითქოს ყველაფერს ვხვდებოდი ტუჩის მოძრაობით…
ან იქნებ სხვა რამით!
ის ხომ მე ვიყავი?
ან არ ვიყავი…
არ ვიცი…
მაგრამ მისი ყველაზე კარგად მესმოდა…
მას ვძულდი…
ისევე, როგორც მე…
მომინდა, რომ მომეკლა…
მასაც იmave სურვილით ჰქონდა წითელი თვალები ანთებული…
სამართებელი ყელზე დაიბჯინა…
პანიკაში ჩავვარდი…
საწოლთან მივფორთხდი, ზეწარს დავწვდი და სარკეს ჩამოვაფარე…
აშკარად არ ესიამოვნა…
ზეწარი აფრიალდა და სარკე გაიბზარა…
იატაკზე ძალ-ღონეგამოცლილი დავეცი, თვალები მიბჟუტავდა, უკანასკნელი, რაც დავინახე, ჩემი უსიცოცხლო ხელი იყო, იატაკზე მიგდებული, სისხლიანი სამართებლით.
გავითიშე…
მერე სარკეს დამაშორეს და კლინიკაში აღმოვჩნდი…
გრძელსახელოებიანი თეთრი პერანგი ჩამაცვეს…
ზედმეტად გრძელსახელოებიანი…
როგორც ქალღმერთს…

 

 

ავტორი: AnnA VineflY (მადამ ფისუნია)

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s