კოცნების ქურდი (ვერლიბრის მცდელობა)

ჩემი ვერლიბრის მცდელობას გადავაწყდი შემთხვევით ^_^

Continue reading

Advertisements

სოფლელი ბაშვის ფიქრები (მინიატურა)

Fantasy_Fashion_Mythical_Fantasy_blg

სოფლის თავში, ბოგირზე ჭიშკრის წინ ტირიფის ხე იდგა, ტოტზე ჩამომხრჩვალი ქალი ეკიდა. ირგვლივ სამეზობლო ირეოდა. ლოყებსა და თავში ხელების შენით, ჩურჩულებდნენ.
„მწვანე ფოთლებშია გახლართული.
ნეტავ როგორ შეძლო ასეთ წვრილ ტოტებზე თავის ჩამოხრჩობა.
რა ლამაზი თმა აქვს – წითური…
ცეცხლისფერი…
ჟღალი…
თანაც ხვეული…
მომწონს, როგორ იბლანდება მის თმაში მწვანე ფოთლები…
ნეტავ, ნორმალურია, როცა მკვდარი მოგწონს?
არამგონია, მაგრამ არც ისაა ნორმალური, რომ მკვდარი ლამაზი იყოს…
ბევრი მკვდარი მინახავს, სოფელში ვიღაც სულ კვდება, ყველა მინახავს…
სიცოცხლეში ლამაზებიც მახინჯდებიან, ზოგჯერ იმდენად, რომ ძნელიც კია ცნობა…
ეს ქალი კი…

Continue reading

თარსი

f949365a41505347e982be3f95cda6ef

 

მე ადამიანები მძულს.

დედამ მითხრა გძულდესო და მძულს.

ადამიანები კარგები არ არიან. ისინი არაფერს აფასებენ. როცა დედას მე და ჩემი სამი და-ძმა გავუჩნდით , წამოვიზარდეთ, ჭამა დავიწყეთ და ბანცალით სიარულიც შევძელით, დედას პატრონმა რაღაც მუყაოს ყუთში ჩაგვსვა და დედასთან ერთად სანაგვე ყუთთან დაგვტოვა. ამის მერე დედამ ჩვენთვის ახალი სახლის ძებნა დაიწყო. ხშირად ვიცვლიდით საცხოვრებელს, ხან სანაგვეზე ვცხოვრობდით, ხან ბუჩქის ძირას. დედა ყოველთვის ფუმფულა იყო, მაგრამ იმ სახლიდან წამოსვლის შემდეგ, საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლის და ქუჩა-ქუჩა ბოდიალის, ჩვენთვის საჭმლის მოძიების მცდელობის გამო გახდა. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც რძე საბოლოოდ გაუშრა და ჩვენი კვება სხვა საჭმლით დაიწყო.

 

Continue reading

გოგონა ვარდისფერ პენუარში

ec8b05cc1d6b89cce4839196bb5a5afc

იმ დღეს ჩემი საქმრო დამარხეს.
უფრო სწორად, ის რაც მისგან დარჩა.
აიღეს, ჩააწვინეს ხის ყუთში (რომელსაც რატომღაც სასახლე დაარქვეს) თავსახური დააჭედეს და უზარმაზარ ორმოში ჩადეს, მერე ყველამ თითო მუჭი მიწა მიაყარა. შემდეგ ორმო მთლიანად ამოავსეს, არც სარკმელი დატოვეს, არც საჰაერო ნახვრეტი.
წამოვედი.
გზაში ათასი ფიქრი მიტრიალებდა, მაგრამ ათასივე ერთ წერტილში იკვეთებოდა.
“ის მოკვდა!”
“რა მოხდებოდა მე რომ ვყოფილიყავი იმ ხის ყუთში?
რას გააკეთებდა ის ჩემს ადგილზე?
ალბათ, ის ვერასოდეს იქნებოდა ასეთი მშვიდი, ხმა და ცრემლებწართმეული , თავდახრილი არ დაელოდებოდა, როგორ გამომამწყვდევდნენ პატარა ხის ყუთში და მომაყრიდნენ მიწას.
ალბათ, პირველივე წამს მოკვდებოდა, პირველივე წამს, როცა ჩემს ნარჩენებს დაინახავდა. არა, თავს არ მოიკლავდა, მას სწამდა ღმერთის, თუ ღმერთების, არ მახსოვს… უბრალოდ სწამდა , რომ თავის მოკვლა ჯოჯოხეთის უტყუარი ბილეთი იყო, ამიტომ თავს არ მოიკლავდა, მაგრამ ზუსტად ვიცი ეს საჭირო არც იქნებოდა, თავისით მოკვდებოდა, უბრალოდ, უმიზეზოდ. არა, განა ჯოჯოხეთის ეშინოდა? უბრალოდ ვერ გაბედავდა იქ წასვლას თუ არ ეცოდინებოდა რომ იქ არ ვიქნებოდი. რა საკვირველია, მისი აზრით, იქ არ ვიქნებოდი, მე ხომ წმინდანი ვიყავი მისთვის?
იქ რა მინდოდა?
სისულელეა…

Continue reading

სიახლე, ინფორმაცია !

5 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, განახლებულ ტიფლისში, აღმაშენებლის N40, შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ჰოლში, გაიმართება
ამავე უნივერსიტეტის სტუდენტის, ანა სანებლიძის პირველი, სადებიუტო წიგნის („ლურჯი ვარდები“) პრეზენტაცია. ასევე როლანდ მენთეშაშვილისა და სალომე ბუკიას მიერ წიგნის თემატიკის მიხედვით შექმნილი ფოტოგამოფენა.
წიგნი არის ნოველების კრებული, მასში შესულია 13 მისტიკურ-ფანტასტიკური და დრამატული ნოველა. წიგნი ძირითადად აგებულია ახალგაზრდების ტკივილზე, განცდებსა და ფიქრებზე, ნოველების უმრავლესობა პირველ პირშია, რაც უფრო მარტივს ხდის პერსონაჟების გათავისებას, მათი გრძნობების აღქმას…
ადამიანები ფიქრობენ რომ ლურჯი ვარდები ხელოვნურია და ულამაზო, მაგრამ თავად ხელოვნებაც ხომ „ხელოვნურია“ , განა შეიძლება ხელოვნება ულამაზო იყოს? ასევე შეუძლებელია ლურჯი ვარდების ულამაზოთა სიაში განთავსება. ეს უცნაური, უცხო, ძნელად ხელმისაწვდომი, გოთიკური მცენარე, რომელსაც სევდისფერი დაჰკრავს და ღმერთების ყვავილია, ყოველთვის ამოუცნობი და საინტერესო, საიდუმლოებებით მოცული იქნება მოკვდავთათვის…

Continue reading

Stokholm syndrome

Guilty_Crown_16_012

თავი პირველი
მირზას ერთადერთი ქალიშვილი, ლილი დაინვალიდდა.
მირზა ექიმი იყო.
მიუხედავად თავისი ფართო კონტაქტებისა სამედიცინო წრეში, საკუთარ ქალიშვილს, ვერაფერი უშველა. გოგონა 15 წლის ასაკში, ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა…
გოგონა დეპრესიამ შეიპყრო და შინ გამოიკეტა.
მამას, რა საკვირველია, ძლიერ აწუხებდა შვილის ბედი, მაგრამ თავადაც უკვე იმედდაკარგული, ქალიშვილსაც აღარ აიძულებდა ექიმებთან სიარულს. შვილის ღიმილს მონატრებული კაცი მისგან შორს ყოფნას ცდილობდა. არ შეეძლო, თავისი სიცოცხლით სავსე გოგონას სახეზე ღრუბლისფერის ატანა. ამიტომ, ცდილობდა დროის დიდი ნაწილი სამსახურში გაეტარებინა, შინ კი ძირითადად მაშინ ბრუნდებოდა, როდესაც გოგონას ეძინა, დახედავდა ხოლმე მძინარე ქალიშვილს მირზა და ბედნიერებას გრძნობდა, როდესაც ხვდებოდა, გოგონას სახეზე ის საშინელი ფერი როგორ მკრთალდებოდა.
მირზას ცოლი დიდი ხნის წინ გაშორდა, ლილი მაშინ პატარა იყო. დედა არ ახსოვდა. არც ენატრებოდა. მამის სიყვარული კი მის სახეზე მარადიულ ღიმილს ათამაშებდა. იმ დღემდე, სანამ ეტლს არ მიეწება. გოგონას ბებია ზრდიდა, რომელსაც ლილი დედას უწოდებდა. მისი სამყარო სულ რამდენიმე ადამიანით შემოიფარგლებოდა, რომლებსაც გულწრფელ ღიმილს სჩუქნიდა ხოლმე და მათაც უფერადებდა ცხოვრებას…
ლილი ხატავდა.
კარგად ხატავდა.
პორტრეტების ხატვა უყვარდა.
ხატავდა მამას..
ბებიას…
და იმ რამდენიმე ადამიანს ვინც მის სამყაროში ცხოვრობდა…
მას შემდეგ, რაც ვიღაცამ ფეხები მოჰპარა, ხატვას მოუხშირა. იჯდა და ხატავდა. მაგრამ მის ნახატებს ძველებური, სიცოცხლის ელფერი აღარ დაჰკრავდა. თითქოს მისი ყველა ნამუშევარი სულგამოცლილი იყო.
მირზა ძალიან განიცდიდა ყველაფერს, რაც მის თავს ხდებოდა.
დალევა დაიწყო. თავიდან მხოლოდ თავისუფალ დროს სვამდა. ბოლოს სამსახურშიც. ვერ ეგუებოდა ერთადერთი ქალიშვილის განუზომელ ტკივილს და ყველაფრის ჩახრჩობას ცდილობდა ალკოჰოლში. ალბათ, არ იცოდა, რომ უარყოფითი ემოციები თევზებს ჰგავდნენ, თევზების დახრჩობა კი შეუძლებელია, პირიქით, ეს ალკოჰოლნარევი სითხე მათ მეტ გასაქანს აძლევდა. კაციც მეტად იტანჯებოდა.
ბედნიერების ნამცეციც კი აღარსად ეგდო.

Continue reading

საპნის ბუშტები

1295200233_25341_106556579369824_100000464466709_169374_8357095_n

დღე პირველი
როგორც ყოველთვის, იმ დღესაც სადღაც მეჩქარებოდა. ნაბიჯებს ნელ-ნელა უფრო და უფრო ვაჩქარებდი, ბოლოს კი – თითქმის გავრბოდი. ფეხი გადამიბრუნდა, ქუსლი მომტყდა და მიწაზე დავენარცხე…
სალანძღავი სიტყვების კორიანტელი დავაყენე.
ასფალტზე გაშოტილმა, ჰაერში ბრჭyვიალა საპნის ბუშტები შევნიშნე.
მრავლდებონდენ და მრავლდებოდნენ…
ბავშვობის ნოსტალგია შემომაწვა, ოდესღაც მიყვარდა აივნიდან მათი გაშვება. გამეღიმა და თვალების ცეცება დავიწყე, „ბუშტთა შემქმნელს“ ვეძებდი. თან ფიქრებში ვიყავი გართული, გამახსენდა ძველი სახლი, მისი აივანი, ჩემი წითელი, კოპლებიანი სარაფანი, მისივე შესაფერისი შლაპა, შავი, ლაკის „წკაპუნები“ და „ბუშტთ შემქმნელი“ ჩემსავე პაწაწინა ხელის მტევნებში მომწყვდეული…
კიდევ ბუშტები.
ბევრი.
ბრჭyვიალა.
Tანაც გამჭვირვალე.
– გეტკინა? – მოგონებები უცებ გასკდა საპნის ბუშტივით და სადღაც გაქრა, ხელში კი პატარა გოგონა შემრჩა, რომელიც ჩემ წინ იდგა შეწუხებული სახით. დიდი, ცისფერი და წყლიანი თვალებით, თავსაფარწაკრული…
– აარ… არა… – დავიბენი და ენაც პატარა ბავშვივით „ავაბლუყუნე“.
– ჰო, კარგია… – მითხრა და ისე გამიღიმა, რომ მეცადა, ყველა კბიlს დავუთვლიდი.
– რა არის კარგი? – გავუგრძელე საუბარი ისე, რომ ასფალტიდან წამოდგომა სულ გადამავიწყდა, თითქოს დედოფლის ტახტზე ვყოფილიყავი წამოჭიმული.
– რომ არ გეტკინა… ტკივილი ცუდია… – თქვა და ბუშტების ახალი ტალღა გამოაფრქვია.
– შენ რა იცი, რა არის ტკივილი? – ვკითხე ღიმილით.

Continue reading