საპნის ბუშტები

1295200233_25341_106556579369824_100000464466709_169374_8357095_n

დღე პირველი
როგორც ყოველთვის, იმ დღესაც სადღაც მეჩქარებოდა. ნაბიჯებს ნელ-ნელა უფრო და უფრო ვაჩქარებდი, ბოლოს კი – თითქმის გავრბოდი. ფეხი გადამიბრუნდა, ქუსლი მომტყდა და მიწაზე დავენარცხე…
სალანძღავი სიტყვების კორიანტელი დავაყენე.
ასფალტზე გაშოტილმა, ჰაერში ბრჭyვიალა საპნის ბუშტები შევნიშნე.
მრავლდებონდენ და მრავლდებოდნენ…
ბავშვობის ნოსტალგია შემომაწვა, ოდესღაც მიყვარდა აივნიდან მათი გაშვება. გამეღიმა და თვალების ცეცება დავიწყე, „ბუშტთა შემქმნელს“ ვეძებდი. თან ფიქრებში ვიყავი გართული, გამახსენდა ძველი სახლი, მისი აივანი, ჩემი წითელი, კოპლებიანი სარაფანი, მისივე შესაფერისი შლაპა, შავი, ლაკის „წკაპუნები“ და „ბუშტთ შემქმნელი“ ჩემსავე პაწაწინა ხელის მტევნებში მომწყვდეული…
კიდევ ბუშტები.
ბევრი.
ბრჭyვიალა.
Tანაც გამჭვირვალე.
– გეტკინა? – მოგონებები უცებ გასკდა საპნის ბუშტივით და სადღაც გაქრა, ხელში კი პატარა გოგონა შემრჩა, რომელიც ჩემ წინ იდგა შეწუხებული სახით. დიდი, ცისფერი და წყლიანი თვალებით, თავსაფარწაკრული…
– აარ… არა… – დავიბენი და ენაც პატარა ბავშვივით „ავაბლუყუნე“.
– ჰო, კარგია… – მითხრა და ისე გამიღიმა, რომ მეცადა, ყველა კბიlს დავუთვლიდი.
– რა არის კარგი? – გავუგრძელე საუბარი ისე, რომ ასფალტიდან წამოდგომა სულ გადამავიწყდა, თითქოს დედოფლის ტახტზე ვყოფილიყავი წამოჭიმული.
– რომ არ გეტკინა… ტკივილი ცუდია… – თქვა და ბუშტების ახალი ტალღა გამოაფრქვია.
– შენ რა იცი, რა არის ტკივილი? – ვკითხე ღიმილით.

Continue reading

Advertisements

ლილიტის ქალიშვილი

femme_serpent_fin_by_eniatilys-d8hxz3r

პირველი ნაბიჯი

როდესაც საკუთარ თავზე სიმართლე შევიტყვე, სულ რაღაც 17 წლის ვიყავი, აზროვნება ჯერ არც კი ჩამომყალიბებოდა,  რომ უკვე ამერ-დამერია…

მაშინ, როდესაც საკუთარი თავი, ჩვეულებრივი უიღბლო მაღალკლასელი მეგონა, რაღაც არაადამიანური აღმოვჩნდი…

ამის, რა თქმა უნდა , არ მწამდა…

ახლაც მიჭირს შეგუება…

მაგრამ დრომ ყველა გრძნობას სძლია და ბოლოს, იძულებული ვიყავი დამეჯერებინა, რომ მე ადამიანი კი არა, რაღაც სხვა ვარ…

რაღაც ისეთი, რაც თავადაც არ მესმოდა…

ოჯახი სადაც ვიზრდებოდი, არაფრით გამორჩეული, საშუალო ფენის წარმომადგენელი იყო…

მეც შესაბამისად, ამ სამყაროს მორგებული, სრულიად ჩვეულებრივი გოგონა ვიყავი…

თუმცა, ყველაფერი შეცვალა ერთმა “ადამიანმა”, რომელსაც ქუჩაში მიმავალი, შემთხვევით შევეჯახე (დედამ ახალი მობილური ტელეფონი მიყიდა, ახალი ნივთით აღტაცებული ვიყავი, ყურსასმენებმა კი უნებლიედ ასტრალში გადამისროლა, არ მესმოდა გარესამყაროს ხმაური და სრულიად შემთხვევით, როდესაც ნაბიჯებს თვალდახუჭული ვდგამდი, ვიღაც ქალს მთელი ძალით   შევეჯახე).

-უკაცრავად, მაპატიეთ…

-რას ბრძანებთ, პირიქით, მე ვარ დამნაშავე,-მიპასუხა და ჩემს წინ მუხლებზე დაემხო,-გთხოვთ, მომიტევოთ, ნუ დამსჯით, შემიბრალეთ…-ვიფიქრე ვიღაც გიჟია-მეთქი, ამიტომ მისი “ბოდიში” მივიღე, გავუღიმე და დავშორდი…

Continue reading

#2 ავტობუსში

image

ავტობუსის გაჩერებაზე გოგონა იდგა.
დიდხანს იდგა.
ბოლოს, როგორც იქნა, ყვითელმა “მინი-ბუსმა” “ჩამოიქროლა”.
`ჟანგიანი ჯართი”, – გაიფიქრა მან. ნელა ავიდა. ბილეთი აიღო და ფანჯარასთან დაჯდა.
კონტროლიორი ვიღაცას ეჩხუბებოდა. ბილეთის უქონლობის გამო ჩაგდებით ემუქრებოდა…
ვერ იტანდა კონტროლიორს, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა…
ვერც უბილეთო მგზავრს იტანდა…
`ფანჯარაში რამდენი რამის დანახვა შეიძლება… საკუთარი მკრთალი ანარეკლის ჩათვლით…”
ბინძური ქალაქის… რომელიც ყველამ დავაბინძურეთ და სხვას ვაბრალებთ. `მარტო მე ხომ არ ვყრი ნაგავს, მე თუ არ დავაგდებ, სხვა დააგდებს”, – ვინ იცის, რამდენჯერ გაუგონია გოგონას ეს უაზრო თავის მართლება… ვინ იცის, რამდენი ადამიანისგან… ფანჯარაში საკუთარი მკრთალი ანარეკლის ბაგეზე უფრო მკრთალ, ირონიულ ღიმილს ამჩნევდა და არ მოსწონდა, თუმცა ეს ერთადერთი არ იყო, რაც არ მოსწონდა.
თუნდაც, თავისი დაბადება.
საკუთარ დაბადების დღესაც კი ვერ იტანდა, თუმცა არ ახსოვდა… არც მუცელში ცხოვრება ახსოვდა. ბუნდოვანი მოგონებები მხოლოდ იქიდან იწყებოდა, როდესაც უკვე სიარული და `ჩლიფინი” დაiწყო… ეს მოგონებებიც უფრო შთაგონებები იყო, მშობლების მოყოლილი ისტორიების ფსიქოლოგიური ანალიზის შედეგად მიღებული, ცრუ, ბუნდოვანი მოგონებები…

Continue reading

სარკის წინ…

12144809_916414218413506_8434180788881043042_n

ანტიკვარიატის მაღაზიაში ვმუშაობდი ერთ მოხუც ქალთან.
ბევრი უცნაური ნივთი მხვდებოდა ხოლმე, მაგრამ ერთი გან-საკუთრებით მიზიდავდა…
სარკე, უზარმაზარი სარკე, დიდი, მოჩუქურთმებული ჩარჩოთი და უცნაური ლაქებით…
ზედმეტად დაბურული…
მასზეც ზეწარი გვქონდა ჩამოფარებული, ისევე როგორც ყველა დანარჩენ სარკეზე.
ინტერესმა წამძლია და მოხუცს ვკითხე, რატომ ეშინოდა სარკეების პანიკურად, ისე რომ ყველა მათგანს ემალებოდა.
მიrCia, მეც მოვრიდებოდი მათ, რადგან მე არ ვიყავი is ვისაც, ვხედავდი, და ის სიცოცხლის უნარს, სილამაზეს, ახალგაზრდობას, იღბალს, ბედნიერებას და, საერთოდ, ყველაფერ ფასეულს, მართმევდა.
რა თქმა უნდა, არ დავიჯერე.
მოხუცი კი ყოველდღე ერთსა და იმავეს მიმეორებდა და მიშლიდა საკუთარი ანარეკლით ტკბობას. ეს ki მომაბეზრებელი იყო ჩემთვის, რადგან მე ყველაფერი მიზიდავდა, რაც ირეკლავდა.
მაღაზიის ვიტრინებსაც კი ვერ ჩავუვლიდი ისე, რომ თმა მაინც არ შემესწორებინა.
მოხუცი მიხვდა, რომ ვერ დავძლევდი ნარცისიზმს, ამიტომ მთხოვა სარკეში თუ ჩავიხედებოდი, მხოლოდ კარგ ხასიათზე გამეკეთებინა ეს და არავითარ შემთხვევაში არ ჩამეხედა ანარეკლისთვის თვალებში.
აკრძალული ხილი გემრიელიაო, ამბობენ…
ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა…
სარკეში საკუთარ ანარეკლს თვალს თვალში ვუყრიდი და ვფიქრობდი, რომ უმშვენიერესი არსება ვიყავი დედამიწაზე.
ბოროტი დედინაცვალივით დავიწყე ტკბობა საკუთარი ანარეკლით…
იმდენად შემიყვარდა საკუთარი თავი, რომ ვერ ვხვდებოდი – სხვებს ვკარგავდი….
დროთა განმავლობაში ყველამ მიმატოვა…

Continue reading

ბროწეულის გოგონა

102527328986850102_3lguqd4n_f

მაშინაც მიმატოვეს, ისევე როგორც ყოველთვის….
ისევ ჩემს მეგობარ ბარს მივაშურე. იცოდა, რაც მჭირდებოდა, ყოველთვის იცოდა, ისევე როგორც ბარმენმა (იქ რომ მუშაობდა). კარი შევაღე და შევედი. ბარმენმა გამიღიმა.
– გამარჯობა…
– გამარჯობა, დიდი ხანია არ გამოჩენილხარ…-ეშმაკური ღიმილით შემომანათა თავისi ბავშვური, ღრმა და ზედმეტად ცისფერი თვალები… არა, უფრო ზღვის ფერი…
– თვალებში ლინზები გაქვს?-შევცვალე თემა.
– არა, – მიპასუხა და ორივემ გადავიხარხარეთ.
– ზედმეტად ლამაზი და სუფთაა ორიგინალისთვის, -კვლავ გადავიხარხარეთ.
– ფორმაში ხარ! – მითხრა და გამიღიმა. ჩვენი ყველა შეხვედრა მისი თვალებით იწყებოდა ხოლმე, ეს დიალოგი კი უკვე ორივემ ზეპირად ვიცოდით…
– როგორც ყოველთვის…
– როგორც ყოველთვის? – და უკვე კარგად ნაცნობ ბოთლზე მიმანიშნა.
– როგორც ყოველთვის, – მორჩილად და ზედმეტად არისტოკრატულად დავუკარი თავი, იმის გათვალისწინებით, თუ სად ვიმყოფებოდით. მან ჭიქა გამივსო და ოთხად გაჭრილი ლიმონი მიუდგა გვერდზე თეთრი თეფშით.
– დიდი ხანი არ ჩანდი… – გამიმეორა, მე თავი ავარიდე.
– დიდი ხანი მეგონა, რომ კარგად ვიყავი, – თვალი ჩავუკარი, გავუღიმე და ჭიქა ბოლო წვეთამდე “გამოვლოკე”. მერე ლიმონიც გავღეჭე.
– ახლა ვხვდები რას ნიშნავს “ამჟავებული სახე”- ეშმაკურად შემომხედა ქვემოდან… ისევ ორივეს გაგვეცინა. ეს ბიჭი აშკარად ასაკით უმცროსი იყო, მაგრამ არც ისე ძალიან, როგორც ჩანდა ჩემი ჩაცმულობიდან გამომდინარე (სამსახურის ფორმა ბევრად მეტი ასაკის ქალად მაჩვენებდა ვიდრე ვიყავი). “ბედნიერება დეტალებშიაო”

Continue reading

პიანისტი

40-piano-girl

მე პიანისტი ვიყავი!
სულ რაღაც სამი წლის ვყოფილვარ, პიანინოს რომ მივეპარე და თითების არათანაბარი მოძრაობით გულის გამაწვრილებელი “მუსიკის” შექმნა დავიწყე.
ეს დედასგან ვიცი.
მე არ მახსოვს…
ისევე როგორც ჩემი მუცელში ჩასახლების მომენტი…
არც იქიდან “ახალსახლობა” მახსოვს ამ სამყაროში…
დედა ამბობდა, პიანინოზე გეძინებოდა ხოლმე, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლო შენი საწოლში გადაყვანაო…
ცუდია, რომ არ მახსოვს…
კარგად ჟღერს…
ჩემი პირველიც და უკანასკნელი სიყვარულიც ისაა…
ჩემი თეთრი როიალი…
მახსოვს, შვიდი წლის ასაკში მუსიკაზე რომ შემიყვანეს…
ჩემი მასწავლებელიც მახსოვს…
მრგვალი ქალი იყო, სათვალიანი…
თუ რომელიმე ნოტს ავურევდი, თითებze საგანგებოდ გამზადებულ სახაზავს მირტყამდა…
უკვე შელახული იყო.
ვინ იცის, რამდენჯერ მიფიქრია, ალბათ რამდენ ჩემნაირს აწამებდა ამ სახაზავით-მეთქი.
ამ სტაფილოსფერი სახაზავის გამო ბევრმა ჩემმა გუნდელმა გული აიცრუა მუსიკაზე და სამუდამოდ მიატოვა ფორტეპიანოც…
მე – არა…

Continue reading

ღამის პეპლები

candle3427

მაშინ პატარა საოჯახო ტიპის სასტუმროში ვმუშაობდი ადმინისტრატორად. ჩვენი სერვისები ძირითადად უცხოელებზე იყო გათვლილი, თუმცა თანამემამულეთა ნაკლებობასაც არ განვიცდიდით. ლამაზი გოგონები მოდიოდნენ ხოლმე, სხვადასხვა მამაკაცთან ერთად. ზოგი უცხოელი იყო, ზოგიც ქართველი…
მალევე მიდიოდნენ…
კაცები რჩებოდნენ…
ჩვენმა დამლაგებელმა მათ `პეპლები~ შეარქვა.
როდესაც ჰორიზონტზე გამოჩნდებოდნენ ხოლმე, ჩემთან მორბოდა და მახარებდა ირონიული ღიმილით, რომ `ღამის პეპლები მოფრინდნენ”.
მე ნეიტრალური რეაქცია მქონდა და უბრალოდ ვუღიმოდი, ნიშნად იმისა, რომ ხუმრობა გამოუვიდა. ისე კი ხშირად ვფიქრობდი, რა აიძულებდათ ამ თითქოსდა ციდან გადმოვარდნილ ანგელოზ გოგონებს ასეთ რამეზე წასვლას… თუმცა დიდხანს არ ვფიქრობდი, რადგან ეს, უბრალოდ, არ იყო ჩემი საქმე. სტუმარს ვუღიმოდი და იმ ოთახის გასაღებს გადავცემდი, რომელიც დიდი ხანია კედლის ფერის გამო შეეყვარებინა და ყველა `საქმიან შეხვედრას” იქ აწყობდა.
იასამნისფერი ოთახი წითურთმიანს უყვარდა….
წითელი – ქერას…
მწვანე კი – წაბლისფერთმიანს…

Continue reading